პრობლემა შენს ცოდნაში კი არა,შენი თავის გაყიდვაშია.

გეუბნებიან, რომ უსასრულოდ გაიარო კურსები, თუმცა არავინ გასწავლის როგორ გამოიყენო შენი ცოდნა. დიზაინის აქსელერაცია კი ზუსტად ამისთვის შეიქმნა.

მე მქვია თორნიკე, მაგრამ მეძახიან თორს

პროდუქტის დიზაინერი, სირბილის მოყვარული და ყავაზე დამოკიდებული ადამიანი. მინიმუმ 2 წელია რაც უწყვეტად ვმუშაობ დიზაინერად სილიკონ ველისზე არსებულ ორ საერთაშორისო სტარტაპში, რამდენიმე მილიონიანი ვალუაციით, და საკმაოდ მასშტაბური გეგმებით.

შეგიძლია დამსტალკო ლინკედინზე, აპვორქზე და სტრავაზე, ფეისბუქს და ინსტაგრამს ნუ მომთხოვ.

კომპანიაწლები
აპვორქი2026 - დღემდე
რეზოლუტი აი2026 - დღემდე
ჯესი ფეთი2025 - დღემდე
ოდინ გლობალი2024 - დღემდე

აქსელერაციის მიზანი, სტრუქტურა და შედეგები 1 თვის განმავლობაში

ვისთვისა კურსი?

  • დამწყებებისთვის: კარიერის ბიზნეს-აზროვნებით დასაწყებად, შაბლონური კურსების გარეშე.
  • მოქმედი დიზაინერებისთვის: ტექნიკური ბაზის მონეტიზაციისა და შემოსავლის გაზრდისთვის.
  • ფრილანსერებისთვის: ერთი კომპანიისგან დამოუკიდებლობისა და ახალი კლიენტების მოსაზიდად.

რას გავივლით?

  • მოდული 1 - დიზაინის ევოლუცია
  • მოდული 2 - პროდუქტი ლავაბლში
  • მოდული 3 - კარიერული თვითპრეზენტაცია
  • მოდული 4 - დასაქმების სტრატეგიები

რას მიიღებ?

  • შენზე მორგებული მენტორინგი, სადაც განვიხილავთ შენს შეცდომებს.
  • გამართულ პორტფოლიოს, რეზიუმესა და ლინკედინს, რომელიც შენთვის იმუშავებს.
  • რეალურ სტრატეგიებს, შრომის ბაზარზე მყარად და სწრაფად დასამკვიდრებლად.

ფინანსური დაბანდება შენს კარიერაში,
რაც აუცილებლად მოგიტანს შედეგს

აქსელერაციის ფასია 500 ლარი

  • პროგრამის ხანგრძლივობა 1 თვე.
  • 8 ჯგუფური და 8 ინდივიდუალური შეხვედრა.
  • შეხვედრების დღე ორშაბათი და ხუთშაბათი .
  • ჩატარების დრო 20:00 საათი.
  • შეხვედრის ხანგრძლივობა 1-1.5 საათამდე.

გაითვალისწინე, რომ პროგრამა დაიწყება 15 ივნისს. დარეგისტრირების შემდეგ კი, თავად დაგიკავშირდებით!